თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ირკვევა, რომ 2021 წლის 30 ივნისს ბრალდებულმა ჯ.ქ.-მ ოჯახური კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით საკუთარ ძმას, ასევე ჯ.ქ.-ს, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ჯ.ქ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს და მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ქ.-ს სასჯელის სახედ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.