COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისის ერთ-ერთი რესტორანი მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს მოემსახურება

აქამდე ზოგიერთი კაფე-ბარი, რესტორანი და სასტუმრო ვაქცინირებულ მოქალაქეებს მხოლოდ ფასდაკლებებს სთავაზობდა.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ერთ-ერთი პოპულარული რესტორანი დღეიდან მხოლოდ იმ კლიენტებს მოემსახურება, რომლებიც წარუდგენენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების ან უარყოფითი PCR–ტესტის დამადასტურებელ დოკუმენტს.
შესაბამისი განცხადება რესტორნის ადმინისტრაციამ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
„ძვირფასო სტუმრებო, დღეიდან „შავი ლომი“ მხოლოდ აცრილ, ანტიგენის ან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე სტუმრებს უმასპიძლებს. თანამშრომლებიც, რა თქმა უნდა, აცრილი დაგხვდებათ. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – ნათქვამია რესტორნის განცხადებაში. ანალოგიურად აპირებენ მუშაობას თბილისში არსებული კაფე Leila და რესტორანი Ninia's Garden.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ბათუმში ვაქცინაციის მოძრავი ცენტრები მოეწყო
აქამდე ზოგიერთი კაფე-ბარი, რესტორანი და სასტუმრო ვაქცინირებულ მოქალაქეებს მხოლოდ ფასდაკლებებს სთავაზობდა. კოვიდ-სერტიფიკატის მქონე მოქალაქეებისთვის შეთავაზებების სრული სიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე atsrili.ge. ზოგიერთმა ბიზნეს-სუბიექტმა ამ ფორმით გადაწყვიტა ვაქცინირებული მოქალაქეების წახალისება.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელიც – მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 1.588 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.210.746 აცრა. აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 408.663 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 14,3%.