COVID-19 - ბოლო ცნობები

თუ პირბადეს მაქსიმალურად არ გამოიყენებთ, მაშინ...

კორონავირუსის ეპიდემიის შესაკავებლად ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რეგულაციების დაცვა და პირბადის ტარება, განაცხადა ეპიდემიოლოგმა.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 50%-დან 47%-ზე ჩამოვიდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
იმისათვის, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა იკლოს, პირბადის ტარების მაჩვენებელმა 85%-ს უნდა მიაღწიოს.
იმ შემთხვევაში, თუ ამ მაჩვენებელს 95%-მდე გავზრდით, დარწმუნებული იყავით, რომ პანდემია უფრო მალე შეკავდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე: დღევანდელი შემთხვევების 15 პროცენტი 14 წლამდე ასაკის ბავშვები არიან
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, თუ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები გაგრძელდება, მოსახლეობის 60% ვაქცინირებული იქნება და პირბადის ტარების მაჩვენებელი გაიზრდება, საქართველოში დეკემბერში ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 1–2 ათასის ფარგლებში იქნება.
გამყრელიძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება პრეპარატები, რომლებიც პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს კორონავირუსზე.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 4.778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა 549 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 493 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 7.408 პირი.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს.
სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.