თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ექსპერტებმა ცვლილება შეიტანეს კორონავირუსის ვარიანტების ჩამონათვალში, რომლებიც ინტერესს იწვევს, დაამატეს რა მას კოლუმბიური შტამი „მიუ“.
ამის შესახებ ნათქვამია ჯანმოს ოფიციალურ საიტზე.
ორგანიზაციის ექსპერტების დასკვნით, SARS-CoV-2-ის კოლუმბიურ შტამში ისეთი გენეტიკური ცვლილებები გამოვლინდა, რომლებსაც ვირუსის მახასიათებლებზე — გადამდებობაზე, იმუნიტეტისადმი მდგრადობასა და დაავადების მიმდინარეობის სირთულეზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ჯანმოს ინტერესესის გამომწვევი ვარიანტების კატეგორიაში (VOI) ისეთი შტამები შეაქვს, რომლებიც ჯანდაცვის გლობალურ სისტემას რისკებს უქმნის.
ორგანიზაციას დღეისათვის კორონავირუსის ოთხი მუტაცია აქვს შეტანილი „შეშფოთების გამომწვევ“ ვარიანტთა (VOC) ჩამონათვალში. ესენია: ბრიტანული („ალფა“ შტამი), სამხრეთ აფრიკული („ბეტა“), ბრაზილიური („გამა“) და ინდური („დელტა“).