უილიამი, კეიტი, ჯორჯი, შარლოტა და ლუი კენსინგტონის სასახლეში ცხოვრობენ. ეს სასახლე, თავისი 21 ოთახით, რა ხანია უილიამის მფლობელობაშია. იქვე გადავიდნენ კეიტის მშობლები, რომლებიც ქალიშვილს ბავშვების აღზრდაში ეხმარებიან.
ერთი პერიოდი აქ ჰარი და მეგანიც შეიკედლეს და საერთო მდივნები, პრეს-სამსახური და სხვა პერსონალი ჰყავდათ, თუმცა, როგორც ცნობილია, სასექსები მალე გადაბარგდნენ და ბრიტანეთიც დატოვეს. ახლა კი უილიამის ოჯახი უინძორის სასახლეში გადადის, დედოფალთან ახლოს.
დედოფალი ბალმორალში ატარებს ზაფხულს და იქიდან დაბრუნებულს სახლი ბავშვების ჟრიამულით გაცოცხლებული დახვდება. თუ დაიღლება, ყოველთვის შეუძლია განმარტოება თავის ოთახში, სადაც, ტრადიციულად, 18:00 საათზე მიიღებს ცხელ აბაზანას, დალევს საყვარელ კოქტეილ დიუბონეს, ივახშმებს და რომელიმე საყვარელ სერიალს ჩაუჯდება.

იმასაც ამბობენ, რომ უილიამის გადაბარგება დაკავშირებულია ტახტზე მის სავარაუდო ასვლასთან. ბრიტანულ პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება მოსაზრება, რომ სწორედ ის დაიკავებს ტახტს და არა მისი მამა – ჩარლზი.