მსოფლიო დღეს

გერმანიაში თიბვის სეზონზე სექსი იკრძალება: მიზეზი ცნობილია

Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. „თიბვის პერიოდში სექსი მაღალ ბალახში აკრძალულია! ეს საშიშია სიცოცხლისათვის!!!“ — ასეთი მოწოდება გაავრცელეს გაზეთებით გერმანიის ჩრდილოეთ რეგიონებში იმისთვის, რათა ტურისტების ყურადღება სავარაუდო საფრთხეზე გაემახვილებინათ, წერს Deutsche Welle.
აღინიშნება, რომ მაღალ ბალახში სექსი ოფიციალურად არავის აუკრძალავს და რომ ეს პრობლემა მთელი გერმანიისთვის კი არ არის აქტუალური, არამედ მხოლოდ იმ რეგიონებისთვის, სადაც ახლა თიბვა მიმდინარეობს.
ასეთთა შორისაა, მაგალითად, კუნძული პიოლი (მეკლენბურგ–წინა პომერანიის ფედერალური მიწა). ადგილობრივმა მოსახლეობამ ტურისტების ყურადღების მისაპყრობად მინდვრებში თივის ზვინები დადგა, საიდანაც სასიყვარულო აქტს მიცემული წყვილების ფეხები მოჩანს. ზვინების გვერდზე კი დგას ბანერი:

„გასულ ზაფხულს უკვალოდ გაუჩინარდნენ ფლიდბერტი და ლუდო, ტისი და ინზა. გაფრთხილება: თიბვის დროს სექსი მაღალ ბალახში აკრძალულია! ეს საშიშია სიცოცხლისთვის!!!“

თუმცა, როგორც კუნძულის ბურგომისტრი გაბრიელე რიხტერი განმარტავს, სინამდვილეში ისეთი შემთხვევები, რომ ადამიანები სათიბი მანქანების ქვეშ მოყოლილიყვნენ, არ მომხდარა და ჭირნახულის აღება ყოველთვის ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს, „ფეხებიანი ზვინები“ კი იმიტომ დაიდგა, რომ ადამიანებმა გაიღიმონ.