თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. რუსი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა საქართველოს ნაკრების ახალი წევრი გახდა, ნათქვამია საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის ოფიციალურ Instagram-გვერდზე.
„ანასტასია გუბანოვა საქართველოს გოგონების კატეგორიაში წარადგენს. მალე შეიტყობთ, სად ვიხილავთ პირველად ანასტასიას ახალ პროგრამებს ამ სეზონისთვის!“ - ნათქვამია განცხადებაში.
ანასტასია გუბანოვა 18 წლისაა. ტოლიატის მკვიდრი ანასტასია 2018 წლის ზაგრების Golden Spin საერთაშორისო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და 2016 წლის ახალგაზრდათა გრან პრის ვიცე-ჩემპიონია.