მომღერალი ლიზა ყენია რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში შეყვარებულთან გიგი ბააზოვთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აღარ აქვეყნებს. სავარაუდოდ, წყვილი დაშორდა და ახლა ლიზა გრიგოლეთში დასთან თიკუნა ყენიასთან და მეგობრებთან ერთად ისვენებს. „ჩემი სამყარო“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა ლიზამ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ დის ფოტოები.
ლიზა ყენიას ოთხი დედმამიშვილი ჰყავს. ცნობილი დედის მხრიდან ორი ძმა, ხოლო მამის მხრიდან ორი და. მაია ჯაბუას სამი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. ლიზა მაიას შვილებს შორის შუათანაა. ლიზას მამაც მეორედაა დაოჯახებული და ლიზას გარდა კიდევ ორი გოგონა ჰყავს.
ლიზას მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, რაც მისი სოციალური ქსელიდანაც ჩანს. ლიზა მამაზე ყოველთვის განსაკუთრებულად საუბრობს და ერთ-ერთ ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ მამას უფრო მეტ რაღაცას უყვება, ვიდრე დედას. არჩილ ყენიას ახლა სხვა ოჯახი ჰყავს, მაგრამ ეს ქალიშვილთან მეგობრულ ურთიერთობაში ხელს არ უშლის.
მაია ჯაბუას მეამბოხე ქალიშვილის ლიზა ყენიას მამას მთელი თბილისი იცნობს და პატივს სცემს. ლიზას მამა საოცრად მღერის.