მსოფლიო დღეს

ქვეყნდება ავღანეთიდან გასული უკანასკნელი სამხედროს ფოტო

Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის საჰაერო-სადესანტე კორპუსმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ავღანეთიდან გასული ბოლო ამერიკელი სამხედროა აღბეჭდილი.

„ეს იყო წარმოუდგენლად რთული, დაძაბული მისია, სავსე უამრავი სირთულითა და მუდმივი საფრთხეებით. ჩვენმა ჯარებმა გამოავლინეს გამძლეობა, დისციპლინა და თანაგრძნობა. ქვემოთ გთავაზობთ უკანასკნელი ჯარისკაცის ფოტოს, რომელმაც ავღანეთი დატოვა“, — ნათქვამია კორპუსის განცხადებაში.

CBSNews-ის მონაცემებით, ფოტოზე აღბეჭდილი სამხედრო, რომელიც თვითმფრინავ C-17-ში ადის — გენერალ-მაიორი კრის დონაჰიუა.
„მისი წასვლით იხურება ავღანეთიდან ამერიკელების, მოკავშირეებისა და მოწყვლადი ავღანელების ევაკუაციის მისია“, — აზუსტებს ტელეარხი.
მსოფლიო დღეს
ამერიკელები წავიდნენ: „თალიბანი“ სრულად აკონტროლებს ქაბულის აეროპორტს
მანამდე აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კენეტ მაკენზიმ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ქაბულის აეროპორტიდან უკანასკნელი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი გაფრინდა, რითიც ავღანეთში აშშ-ის ოცწლიანი მისია დასრულდა.
იმავე დღეს „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მოჰამად ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთის ტერიტორია ყველა უცხოელმა სამხედრომ დატოვა და ახლა ქვეყანას სრულად აკონტროლებს „თალიბანი“.