თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა აბიტურიენტებს, რომლებიც წელს სტუდენტები გახდნენ.
„გილოცავთ სტუდენტობას! მჯერა, რომ იმ ცოდნითა და გამოცდილებით, რომელსაც ამ წლებში დააგროვებთ, წინ წასწევთ ჩვენს ქვეყანას! წარმატებული ყოფილიყოს თქვენი სტუდენტობის გზა!" – დაწერა ზურაბიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 29,4 ათასმა აბიტურიენტმა, შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი.