საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო-2022-ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

ვილი სანიოლის აღსაზრდელებმა პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით ჩაატარეს - ქართველი ლეგიონერების უმრავლესობა ნაკრებს 31 აგვისტოს შეუერთდება
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფოთში დაიწყო მზადება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის კოსოვოსა (2 სექტემბერს) და ესპანეთთან (5 სექტემბერს), ასევე ამხანაგური მატჩისთვის ბულგარეთთან (8 სექტემბერი), ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.
ვილი სანიოლის აღსაზრდელებმა პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით ჩაატარეს. ქართველი ლეგიონერების უმრავლესობა (გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, გურამ გიორბელიძე, გიორგი აბურჯანია, ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი მიქაუტაძე) ნაკრებს 31 აგვისტოს შეუერთდება.
დაუმარცხებელი ქართველი „ნინძა“ და კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული კვარაცხელია
1 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ბათუმში გაემგზავრება, სადაც კოსოვოს წინააღმდეგ საშინაო მატჩს გამართავს.
საქართველოს ნაკრები შესარჩევ В ჯგუფში ასპარეზობს. სამი ჩატარებული მატჩის შემდეგ სანიოლის აღსაზრდელები ერთი ქულით მეოთხე ადგილს იკავებენ. ჯგუფის ლიდერია ესპანეთი, რომლის ანგარიშზეა შვიდი ქულა.