მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სპეციალისტებმა დაარეგისტრირეს კორონავირუსის შტამი, რომელსაც გავრცელების მაღალი სიჩქარე ახასიათებს.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სპეციალისტებმა გამოავლინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ვრცელდება სიჩქარით, რომელიც ახასიათებდა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ – „ბეტა“ და „დელტა“ შტამებს მათი გამოვლენის პერიოდში. ამის შესახებ ნათქვამია კვლევის პრეპრინტში, რომელიც გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე medRxiv.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში კორონავირუსმა ექვსი წლის ბავშვი იმსხვერპლა
როგორ მასალაშია აღნიშნული, მაისში ახალ შტამზე C.1.2 მოდიოდა სეკვენირებული ნიმუშების 0,2%, ივნისში – 1,6%, ხოლო ივლისში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 2%, რაც „ბეტა“ და „დელტა“ შტამების გავრცელების ტემპების მსგავსია სამხრეთ აფრიკაში მათი გამოჩენის ადრეულ ეტაპზე.
ექსპერტებმა გამოავლინეს, რომ ახალი შტამის გამოჩენა შედარებით სწრაფი მუტაციის შედეგია, მისი სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 41,8-ს წელიწადში, რაც 1,7-ჯერ სწრაფია მსოფლიოში SARS-CoV-2-ის გავრცელების ტემპებზე.

„ვირუსული ევოლუციის ზოგად სიჩქარესთან შედარებით მსგავსი მოკლე პერიოდის დაჩქარებული ევოლუცია ასევე დამახასიათებელი იყო „ალფა“, „ბეტა“ და „გამა“ შტამების გამოჩენისას“, – ნათქვამია კვლევაში.

სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ C.1.2-ში მუტაციების 52% ასევე აღმოჩენილია სხვა შტამებში, მათ შორის „ალფა“, „ბეტა“, „გამა“ და „დელტაში“, ზოგიერთი მუტაცია უკავშირდება მომატებულ ტრანსმისიულობას და იმუნიტეტისადმი მომატებულ მდგრადობას.