მუხა (Quercus) – წიფლისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარი. არის 450–ზე მეტი სახეობა. საქართველოში გავრცელებულია შვიდი სახეობა – ჰართვისის მუხა, ჭალის მუხა, იმერული მუხა, პონტოური მუხა, ქართული მუხა, მაღალმთის, ანუ აღმოსავლური მუხა და ჭოროხის მუხა.
უძველესი დროის საქართველოში მუხა, ვაზთან ერთად, გამორჩეულ საკულტო მცენარეს წარმოადგენდა. ის განასახიერებდა „სიცოცხლის ხეს“, წარმოადგენდა შეუდრეკელობისა და უკვდავების სიმბოლოს თავისი მერქნის სიმტკიცის გამო. სტილიზებული მუხის რკოა გამოსახული დავით აღმაშენებლის სამოსზე (ფრესკა გელათის მონასტერში), ხოლო სიმღერა „მუმლი მუხასა“ არის დასტური იმისა, რომ მუხა ერის სიმბოლოდ აღიქმებოდა. მუხას დასავლურ მითოლოგიაშიც დიდი ადგილი ეკავა. ის ზევსის საკულტო ხე იყო. მუხის ტოტებისგან დაწნული გვირგვინი კი რომაელ მმართველთა ერთ–ერთ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენდა. მუხის ფოთოლი დღემდე გამოიყენება სამხედრო ემბლემატიკაში.
გარდა იმისა, რომ მუხას ადამიანების ყოფაში ფართო დანიშნულება ჰქონდა (მშენებლობა, დურგლობა, კონიაკის სპირტი და სხვა), მუხის ქერქი, რკო, ფოთოლი უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.

მუხის ქერქი ასევე გამოიყენება ჰემოროის (ბუასილი), შარდის შეუკავებლობის, ეგზემის, მოყინულობის, დამწვრობის, სკროფულოზის (საყმაწვილო), ღრძლებიდან სისხლდენის დროს, პირიდან ცუდი სუნის, ფეხის ჭარბი ოფლიანობისას. აბაზანაში მუხის ექსტრაქტის დამატებისას უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ადამიანი მხნედ გრძნობს თავს, ძლიერდება იმუნიტეტი და ორგანიზმი მთლიანად.
მუხის ქერქის ნახარშს იღებენ ალკალოიდებითა და მძიმე ლითონების (სპილენძი, ტყვია და სხვა) მარილებით მოწამვლისას.

მუხის ფოთლებში აღმოჩენილია ფენოლების ნაერთები, რომლებიც მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმში, აქედან გამომდინარე, ის გამოიყენება, როგორც ორგანიზმის ტოქსინებისა და შლაკების გათავისუფლების საშუალება.
მუხის ფოთოლს ანტიკანცეროგენული მოქმედება გააჩნია. ის აბრკოლებს კიბოს უჯრედების განვითარებას. ფოთლების ანტიოქსიდანტური ეფექტი სისხლში ზრდის ე. წ. კარგ ქოლესტერინს და ამცირებს „ცუდ ქოლესტერინს“. ეს მექანიზმი მნიშვნელოვანია ათეროსკლეროზის განვითარების შეფერხებისთვის და ამის წყალობით, შესაძლებელია გულის იშემიური დაავადებების თავიდან აცილება, ასევე, ინსულტის.
ასევე, მუხის ფოთლების მიღება ამცირებს არტერიულ წნევას.

ჯონჯოლი და მისი უცნობი უნიკალური თვისებები>>
ფოთლები კარგია ტრავმების დროს, კუნთების ტკივილისას, კანის შეწითლების, შესიებისას. მკურნალობისთვის საკმარისია ცოცხალი ან დასველებული გამხმარი ფოთლების მიდება ანთების ადგილებზე.
მუხის ფოთოლი ებრძვის ვირუსებსა და მიკრობებს. მას იყენებენ რესპირატორული ვირუსების, გრიპის დროს. ასევე, მას იყენებდნენ ციებ–ცხელების სამკურნალოდ.

სასარგებლოა მუხის რკოც, რომელიც შედგება 40% სახამებლისგან, მრავალფეროვანი ცილების, შაქრებისა და ცხიმისგან. მისი მოხალვის შედეგად შხამიანი ნივთიერება კვერციტი მთლიანად იშლება. მას ხალავენ შეწითლებამდე და ხარშავენ, როგორც ყავას. რკოს „ყავის“ მიღება რეკომენდებულია ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს.
რკო კარგი საშუალებაა დიარეის, კუჭიდან სისხლდენის, თიაქრის მკურნალობისას, დამწვრობისას, კანის პრობლემების დროს.

როგორ მოვამზადოთ ქერქისა და ფოთლის ნახარში
მუხის ქერქის ნაყენი: 200 მილიგრამ მდუღარე წყალში ამატებენ 2 სუფრის კოვზ გამხმარ დაქუცმაცებულ ქერქს. ახურავენ ხუფს და აჩერებენ 30 წუთით წყლის აბაზანაზე. ხშირად ურევენ. შემდეგ აციებენ, წურავენ და ნახარშს ავსებენ ანადუღარი წყლით, რომ ისევ 200 გრამი მიიღონ. იღებენ დღეში ორჯერ ნახევარი ჭიქის ოდენობით.
მუხის ფოთლის ნახარში, როგორც ჩაი: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 400–500 მილიგრამ მდუღარე წყალს. აჩერებენ 1–2 საათი, შემდეგ წურავენ და მიღებულ სითხეს ანაწილებენ 3–8 მიღებაზე დღე–ღამეში.
მუხის ქერქითა და ფოთლით მკურნალობა არარეკომენდებულია მთრიმლავი ნივთიერებების ინდივიდუალური აუტანლობის დროს, ასევე, საჭირო დიზების დაცვა – გადაჭარბების დროს შესაძლებელია პირღებინება. პირში გამოვლება დიდი ხნის განმავლობაში იწვევს ყნოსვის შესუსტებას.