კიდევ ერთი ვერცხლი: საქართველომ პარალიმპიურ თამაშებზე მესამე მედალი მოიპოვა

მანამდე პარალიმპიადის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ ძიუდოისტი ინა ქალდანი და მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა.
100 კგ ზემოთ წონითი კატეგორიის ფინალში ჩიკოიძე ირანის წარმომადგენელთან - მოჰამედ ჰეიროლაჰზადესთან დამარცხდა.
ქართველების მეორე მედალი პარალიმპიურ თამაშებზე: პარაძიუდოისტი ვერცხლის მედალოსანია
საქართველოს პარალიმპიური ნაკრებისთვის ეს უკვე მესამე მედალია ტოკიოს თამაშებზე. ვერცხლის პრიზიორები გახდნენ ძიუდოისტი ინა ქალდანი და მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი.
ქართველ პარალიმპიელებს წარმატება მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„კიდევ ორი მედალი ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე! ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მორიგი წარმატება მოუპოვეს საქართველოს. ინა პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ოლიმპიადებისა და პარალიმპიადების ისტორიაში საჭიდაო სახეობების ფინალში გასვლა მოახერხა. ვულოცავ ინას, რევაზს და მათ ყველა გულშემატკივარს!“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს პარალიმპიური ნაკრები 42-ე ადგილს იკავებს.
გიგა ჭიკაძემ UFC-ს ტურნირის მთავარი ბრძოლა მოიგო
აღსანიშნავია, რომ წინა პარალიმპიურ თამაშებზე რიო-დე-ჟანეიროში (2016) საქართველოს ნაკრებმა ერთი მედალი მოიპოვა. თამაშების ჩემპიონი გახდა ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური.
ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტის ექვს სახეობაში 13 სპორტსმენი წარმოადგენს.