მსოფლიო დღეს

ბრიტანელმა სამხედროებმა ქაბული დატოვეს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქაბული დატოვა ბოლო თვითმფრინავმა ბრიტანელი სამხედროებით ბორტზე
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. ქაბულის აეროპორტი დატოვა ბოლო თვითმფრინავმა ბრიტანელი სამხედროებით ბორტზე, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამის შესახებ წერს РИА Новости.
მსოფლიო დღეს
მაკრონი ქაბულში გაეროს მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოების ზონის შექმნას გეგმავს
„უკანასკნელმა რეისმა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების პერსონალით ბორტზე დატოვა ქაბული. მადლობა ყველას, ვინც ასე გაბედულად მუშაობდა ამხელა წნეხის ქვეშ და საშინელ პირობებში, რათა ყველაზე მოწყვლადი სამოქალაქო პირების ევაკუაცია მომხდარიყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქაბულში იმყოფებოდა დაახლოებით ათასი ბრიტანელი სამხედრო, რომელთა ჩართულობით ბოლო ორ კვირაში 15 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.