COVID-19 - ბოლო ცნობები

სამედიცინო ცენტრები, რომელთა თანამშრომლების 80% აიცრა „მწვანე კლინიკების“ სიაში შევა

ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. დღეიდან ის საავადმყოფოები, რომელთა თანამშრომლების 80% აცრილი იქნება, მწვანე ფერით მოინიშნება და მომხმარებლები მათ გარჩევას შეძლებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
აღნიშნული ინიციატივა „ევექსი კლინიკებს“ ეკუთვნის. გუშინ საღამოს მწვანედ განათდა ფოთის ჰოსპიტლისა და იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის შენობები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საავადმყოფოებში პერსონალის 80%-ზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში მასწავლებელთა 46% აიცრა
„ევექსი კლინიკები“ აღნიშნული კამპანიით კიდევ ერთხელ მოუწოდებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელებს, მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის 28 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.122.209 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 361.310 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12,7%. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასაძლევად მოზრდილი მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
COVID-19 - ბოლო ცნობები
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.