თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ცესკომ ამ დროისათვის დაარეგისტრირა 56 ადგილობრივი და 19 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ამჟამად ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან რეგისტრაცია გაიარა ყველა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის არიან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „მრავალეროვანი საქართველო“ და სხვ.
ცესკომ ასევე დაარეგისტრირა 19 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები და სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო კომისიები.
წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების გასაშუქებლად ამ ეტაპზე ცესკომ უკვე დაარეგისტრირა16 საინფორმაციო საშუალების 511 ჟურნალისტი და ოპერატორი.
არჩევნებში 50 პარტია მონაწილეობს.