ძლიერი სეტყვა კახეთში – სტიქიამ მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა

სეტყვის შედეგად კახეთის ცალკეულ სოფლებში მოსავლის დაახლოებით 90 პროცენტი განადგურდა. რეგიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. გუშინ ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონში რამდენიმე სოფელი დააზარალა, ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიამ თელავის სოფელ აკურაში ვენახების დიდი ნაწილი გაანადგურა. სეტყვის შედეგად ყურძნის მოსავლის დაახლოებით 90% განადგურებულია ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფელშიც.
ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა: სამცხე-ჯავახეთში სტიქიამ პრობლემები შექმნა
სეტყვასთან ერთად კახეთის რეგიონში იყო ძლიერი ქარი, რამაც ხეები წააქცია. მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დათვლა.