გრიგოლ ვაშაძე „მესამე ძალას“ შეუერთდა

როდესაც გრიგოლ ვაშაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, გიორგი ვაშაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბაზაზე შექმნილ „მესამე ძალას“ შეუერთდა.
„მესამე ძალა“ ახალი გაერთიანებაა, რომელიც არჩევნებში პირველი ნომრით მიიღებს მონაწილეობას. წინასწარი ინფორმაციით, ამ სახელწოდების ქვეშ გაერთიანდებიან „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რეფორმერი“.
„როდესაც შეთანხმებულია მთავარი მიზანი და ინსტრუმენტები, თანამშრომლობისთვის შესაძლებლობებიც სახეზეა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები იყვნენ. როდესაც გრიგოლ ვაშაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, გიორგი ვაშაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.
„ქართული ოცნების“ ახალი კვლევა: რა აჩვენა წინასაარჩევნო გამოკითხვამ
ახლა გრიგოლ ვაშაძე გიორგი ვაშაძესთან ერთად ერთ საპარლამენტო ფრაქციაშია.
„მესამე ძალის“ პრეზენტაცია 30 აგვისტოს გაიმართება. 1 სექტემბრიდან კი გაერთიანება მერობის საკუთარ კანდიდატებს დაასახელებს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.