ევაკუაცია ავღანეთიდან საქართველოში: ნატოს სამხედრო თვითმფრინავები თბილისშია

ნატოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები თბილისის აეროპორტიდან ყოველდღიურად ასრულებენ რეისებს ქაბულში. კადრები მოვლენათა განვითარების ადგილიდან შეგიძლიათ იხილოთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.
Sputnik
საქართველოში ავღანეთიდან ჩამოჰყავთ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის – დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB), ასევე ნორვეგიის სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლები და ოჯახის წევრები.
ავღანეთიდან ევაკუირებულ თანამშრომელთა დროებით განთავსების ხარჯებს ანაზღაურებენ თავად საერთაშორისო ორგანიზაციები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავღანეთიდან ევაკუირებულები ქვეყანაში დროებით რჩებიან, შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან.
ამჟამად საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში უკვე გადაყვანილია 2 ათასამდე ადამიანი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე აეროპორტთან გახსნილია რეგიონული სატრანზიტო კვანძი ნატოს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და სხვა პერსონალის, ასევე სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეთა მონაწილეობით.
სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნორვეგიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შექმნილი აქვთ სამედიცინო დახმარების სატრანზიტო პუნქტი, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული იქნება ქაბულში ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტლის ევაკუაციისას.