თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ბათუმში რვა წლის ბიჭი სიმაღლიდან გადმოვარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ცნობით, მოზარდს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. ბავშვი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ამ დრომდე შესაბამის უწყებებს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.