„დაცვის გარეშე სიარული საშიშია“ – ქეთა თოფურიას ახალ ფოტოებს აჟიოტაჟი მოჰყვა

ქეთა თოფურიამ ზაფხულის არაჩვეულებრივი არდადეგები საქართველოდან დაიწყო და ევროპაში გააგრძელა.
Sputnik
ცნობილი ქართველი მომღერალი ცოტა ხნის წინ ევროპაში გაემგზავრა და, როგორც ჩანს, დასასვენებლად არაერთ კურორტს ეწვია. მომღერალმა ფოტოები საფრანგეთიდან, იტალიიდან და მონაკოდან გამოაქვეყნა, ხელმომწერებისგან კი, როგორც ყოველთვის, არაერთი დადებითი შეფასება მიიღო.

„ისეთი ლამაზი ხარ, დაცვის გარეშე სიარული საშიშია“, „რა სასიამოვნოა შენი ყურება“, „ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურები“, – წერენ „ინსტაგრამზე“.

ქეთა თოფურია მანამდე ქმართან ერთად წყნეთში, საკუთარ აგარაკზე ისვენებდა. მომღერალი ამ სეზონზე უკვე მეორედ იყო საქართველოში. პირველად ის რამდენიმე კვირის წინ შვილის ოლივია გეიხმანის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და გოგონას იუბილე აგარაკზე გადაუხადა.
ცოტა ხნის წინ ქეთამ ცნობილ მეგობართან, მოსკოვში მოღვაწე ქართველ დიზაინერთან ლიკა ალადაშვილთან და ქმართან ლევ დენგოვთან ერთად კახეთის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულა და ვიდეო და ფოტომასალები „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა. როგორც ჩანს, ლევი კახეთით მოიხიბლა.
ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია 2005 წელს A'Studio-ს ვოკალისტად დამტკიცების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მომღერალმა საცხოვრებლის დიზაინი რუსეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს ლელა ქავთარაძეს მიანდო, მოგვიანებით წყნეთის სახლიც ლელა ქავთარაძეს ააშენებინა, რომელიც წლებია რუსეთში მოღვაწეობს და იქ საკმაოდ წარმატებულ დიზაინერად მიიჩნევა.
ქეთა თოფურია ამჟამად მეორე მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან, ახალშობილ ადამთან და ქალიშვილ ოლივიასთან ერთად ცხოვრობს მოსკოვის გარეუბანში, ფეშენებელურ სახლში, ხოლო ზაფხულობით წყნეთის აგარაკს სტუმრობს.