ქალისთვის გაგზავნილი სმს შეტყობინების გამო კახეთში შუახნის მამაკაცი დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, დამნაშავის ახლობელ ქალს სექსუალური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა, რამაც მათ შორის კონფლიქტი გამოიწვია.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში 60 წლის კაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
სამეგრელოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ ერთ-ერთ ქალს სექსუალური შინაარსის სმს შეტყობინებებს უგზავნიდა, რასაც ქალის ახლობლებთან კონფლიქტი მოჰყვა.
მამაკაცს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანა. პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.