თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. კოლუმბიის ქალაქ კალიში მცხოვრები მამაკაცი კორონავირუსზე შვიდჯერ აიცრა, რასთან დაკავშირებითაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია Noticias Caracol.
„ადამიანი, რომელიც შვიდჯერ აიცრა... უკვე დადგენილია, ეს 60 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელსაც, როგორც ჩანს, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს“, — ციტირებს ტელეარხი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს კალი მიერლანდ ტორესს.
აღინიშნება, რომ მამაკაცი სხვადასხვა კომპანიების ვაქცინებით აიცრა, მათ შორის, Sinovac-ის, AztraZeneca-ს, Pfizer-ისა და Janssen-ის პრეპარატებით. აღინიშნება, რომ ვაქცინების ჭარბ დოზას ორგანიზმის არანაირი ნეგატიური რეაქცია არ მოჰყოლია.
იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს, ქალაქის ხელისუფლებამ ელექტრონული ბლანკი შეიმუშავა, რომელიც პაციენტის თანხმობას ადასტურებს აცრაზე. ამის შემდეგ ბლანკი უნდა ამოიბეჭდოს და ვაქცინაციის ცენტრს უნდა წარედგინოს, სადაც მას ხელს მოაწერენ.