დღეიდან კვების ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. დღეიდან კვების ობიექტები, ნაცვლად 23:00 საათისა, 22:00 საათამდე იმუშავებენ.
გართულებული ეპიდვითარების გამო აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული.
ბოლო ორ კვირაში ქვეყნის მასშტაბით 21 დაწესებულება დაილუქა
პარალელურად კვების ობიექტებში გაგრძელდება დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. სპეციალისტების განცხადებით, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო 100 ათას მოსახლეზე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ სამეულშია.
ვირუსი უფრო საშიში ხდება, აიცერით! – ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფი მიმართვას ავრცელებს
ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან რამდენიმე შეზღუდვა დააწესა, შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გასტანს.