COVID-19 - ბოლო ცნობები

რამდენი ადამიანი უნდა აიცრას წლის ბოლომდე იმუნური ფენის შესაქმნელად: ჩხაიძის განმარტება

როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, პანდემიის დასაძლევად ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ, უკვე ნოემბრის ბოლოსთვის ზრდასრული მოსახლეობის 60% იქნება აცრილი, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ვირუსი უფრო საშიში ხდება, აიცერით! – ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფი მიმართვას ავრცელებს
ჩხაიძის თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიქმნება ქვეყანაში იმუნური ფენა და პანდემია ქვეყნისთვის საშიში აღარ იქნება.

„ჩვენი გეგმა გულისხმობს წლის ბოლომდე 1.690.000 ადამიანის აცრას. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ, უკვე ნოემბრის ბოლოსთვის საქართველო შეძლებს იმის თქმას, რომ მიაღწია ამ მიზანს. ამ ტემპებით წლის ბოლომდე ჩვენ 70%-იან ნიშნულს მივუახლოვდებით, რაც ძალიან კარგი შედეგი იქნება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 25 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.038.292 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 318.912 ადამიანი.
COVID-19 - ბოლო ცნობები
სექტემბერში საქართველოში Johnson & Johnson-ის ვაქცინა შემოვა
სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიას მხოლოდ საყოველთაო ვაქცინაცია, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა დაამარცხებს, ამიტომ ისინი მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ და წესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებენ.