თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. სოციალურ ქსელში პოპულარული ექიმი გიორგი ღოღობერიძე სექტემბრიდან „მთავარი არხის“ ეთერში გადაცემას წაიყვანს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში არხის დირექტორი ნიკა გვარამია ადასტურებს.
გიორგი ღოღობერიძე არხზე სამედიცინო შოუ „მთავარი დიაგნოზის“ წამყვანი გახდება.
გიორგი ღოღობერიძე ონკოლოგია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის რეზიდენტი, ამავე უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს იმუნოლოგიაში, თბილისის სამედიცინო აკადემიაში ბიოქიმიასა და ფარმაკოლოგიას ასწავლის სტუდენტებს, ხოლო ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში – ბიოქიმიას.
კოვიდპანდემიის დროს ეს ყველაფერი დროებით შეაჩერა და მთლიანად პაციენტებზე გადაერთო.