ვინ სად არის ჩაწერილი? ცესკო 2021 წლის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა მისამართებს ადგენს

ცესკო მოქალაქეებს, რომლებსაც რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, აძლევს უფლებას, რომ 11 სექტემბრამდე წარმოადგინონ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ, რეგისტრაციის საკითხი 11 სექტემბრამდე უნდა გადაწყვიტონ, რათა არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ, განაცხადა საქართველოს ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
საქართველოს კანონმდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კონკრეტულ რაიონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ამ რაიონში რეგისტრირებულ ან მცხოვრებ პირებს. პირები რეგისტრაციის გარეშე ხმას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აძლევენ.
არჩევნები 2021: ადგილობრივ არჩევნებს 50-ზე მეტი ორგანიზაცია დააკვირდება
ცესკომ მოქალაქეებს, რომლებსაც რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მისცა უფლება, 11 სექტემბრამდე მიმართონ სერვისების განვითარების სააგენტოს და წარმოადგინონ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ციფრული ფოტო.
ამასთან, სახელმწიფო მათ ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციისას გარკვეულ შეღავათებს ჰპირდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.