თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა, იუწყება „პირველი არხი“.
საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, „ბორჯღალოსნების" თავკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
მაისაშვილი ჯერჯერობით კვლავ რჩება იოჰანესბურგის კლინიკაში, თუმცა ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია.
ლევან მაისაშვილს კორონავირუსი ივლისის პირველ რიცხვებში სამხრეთ აფრიკაში დაუდგინდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა.
ნაკრებში კორონავირუსის შემთხვევების გამო ივლისში გაუქმდა საქართველოს რაგბის ნაკრების მატჩები სამხრეთ აფრიკასთან და შოტლანდიასთან.