სამეგრელოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

დაშავებული ამ დრომდე სენაკში, კლინიკა „არქიმედეს“ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას ცივი იარაღით სამი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანში 25 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო და კონფლიქტში გადაიზარდა. ახალგაზრდა მამაკაცს თავს ხუთი პირი დაესხა, რომლებიც დანებითა და ე.წ. კასტეტებით იყვნენ შეირაღებული.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია სენაკის კლინიკა „არქიმედეში“ ჩაუტარდა. მედიკოსების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.