თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. „თალიბანმა“ აშშ-ს ქაბულიდან ევაკუაციის დასასრულებლად ვადა 31 აგვისტომდე მისცა, განაცხადა მოძრაობის პრესმდივანმა ზაბიულა მუჯაჰედმა პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ თალიბები ამ თარიღის შემდეგ ქაბულიდან ევაკუაციას აკრძალავენ.
ავღანეთის მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ თალიბებმა ქაბულის აეროპორტში ავღანეთის მოქალაქეების შესვლა უკვე შეზღუდეს.
ამჟამად აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია, იქ მოხვედრა მხოლოდ უცხოელებს შეუძლიათ.
ქაბულში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უცხოურ თვითმფრინავებში მოხვდეს. პირველ რიგში უცხოელ სამხედროებს აწვდიდნენ ბავშვებს, რომელთა მშობლები იბრძოდნენ ან გამოდიოდნენ თალიბების წინააღმდეგ.