ჩემპიონი გუნდის „სიეტლ შტორმის“ წინაშე პრეზიდენტმა მუხლი მოიყარა და ისე გადაიღო ფოტო პრესისთვის. ამ დროს მას ხელში ეჭირა მაისური 46 ნომრითა (ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტია) და თავისი გვარით.
დაჩოქების ტრადიცია მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დამკვიდრდა. სპორტული ღონისძიებების დაწყების წინ ზოგი სპორტსმენი მუხლს იყრის ხოლმე მოძრაობა Black Lives Matter-ის აქციის ფარგლებში.