25 აგვისტოდან კვების ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ხვალიდან, 25 აგვისტოდან კვების ობიექტები, ნაცვლად 23:00 საათისა, 22:00 საათამდე იმუშავებს. ამის შესახებ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტებში დადგენელი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.
რა შეზღუდვები ამოქმედდა დღეიდან საქართველოში
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. სპეციალისტების განცხადებით, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო 100 ათას მოსახლეზე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ სამეულშია.
ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან რამდენიმე შეზღუდვა დააწესა, შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გასტანს.