თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კარმიდამოები დატბორა და ბოსტნეული გაანადგურა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ამას გარდა ძლიერმა ქარმა მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. აბონენტთა ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის შესწავლა უკვე დაწყებულია.