დაკარგული ათი წლის ბიჭის ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს

მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები არასრულწლოვანს სპეციალური აპარატურით ეძებდნენ, პროცესში ჩართული იყო დრონიც.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ორდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე რიონში დაკარგული ბავშვის ცხედარი იპოვეს, იუწყება ქართული მასმედია.
შემთხვევა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში საბანაოდ თანატოლებთან ერთად 21 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში შევიდა, რა დროსაც ისინი დინებამ გაიტაცა. ახლო მყოფმა მეთევზეებმა სამი მოზარდის გადარჩენა შეძლეს, მეოთხე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებდნენ.
საძიებო ღონისძიებებში მყვინთავ-მაშველებთან ერთად ჩართული იყო სპეციალური ტექნიკა. ასევე მოწყობილი იყო სპეციალური შტაბი.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.