ნავთობის მსოფლიო ფასი სწრაფად იზრდება

ნავთობის გაძვირებას ხელს უწყობს დოლარის გაუფასურება, რაც სხვა ვალუტის მფლობელი ინვესტორებისთვის ნედლეულს უფრო ხელმისაწვდომს ხდის
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. ნავთობის მსოფლიო ფასებმა ორშაბათის საღამოს ზრდა 5%-მდე დააჩქარა. ამაზე ვაჭრობის მონაცემები მიუთითებს. იუწყება РИА Новости.
საღამოს 18:21 საათის (თბილისის დროით) მდგომარეობით, Brent-ის მარკის ნავთობზე ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 4,83%-ით გაიზარდა და 67,89 დოლარს მიაღწია ბარელზე. WTI-ს სექტემბრის ფიუჩერსების ფასმა 5%-ით მოიმატა და ბარელზე 65,22 შეადგინა. ხოლო ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი 4,71%-ით გაიზარდა და ერთი ბარელის ღირებულებამ 68,21 დოლარი შეადგინა.
საავტომობილო საწვავის უმეტესი ნაწილი საქართველოში ხუთ იმპორტიორს შემოაქვს
ნავთობის ფასების ზრდას ხელს უწყობს დოლარის გაუფასურება, რაც სხვა ვალუტის მფლობელი ინვესტორებისთვის ამ ნედლეულს უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
გასულ კვირაში მსოფლიო ბაზრებზე აქტიური ვაჭრობა შეინიშნებოდა, შედეგად ნავთობი 7-9%-ით გაიაფდა – ეს ოქტომბრის შემდეგ ფასის საგრძნობი შემცირებაა. დაეცა ასევე სპილენძის ფასი – 5,8%-ით, APAC-ის (აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები) საფონდო ბირჟები ერთ კვირაში 5,8%-ით შემცირდა, ევროპისა – თითქმის 1-4%-ით, აშშ-ისა – დაახლოებით 0,5-1%-ით.
ინვესტორები კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელებამ შეაშფოთა, რაც ზრდის შიშს საკარანტინო ზომების შესაძლო გამკაცრებასთან და ეკონომიკისა და მოთხოვნილების აღდგენის პერსპექტივასთან დაკავშირებით. ორშაბათს კოტირებები და ინდექსები უკვე ზრდას აჩვენებს: სპილენძი 2%-ით ძვირდება, აზიის ბირჟები კი 2,3%-ით გაიზარდა, ევროპისა 1%-ის ფარგლებში იმატებს.