კვიპროსის სანაპიროსთან მისტიური „წყალქვეშა ტყე“ გაჩნდა - ფოტო

კვიპროსზე, აია-ნაპაში წყალქვეშა სკულპტურების უჩვეულო მუზეუმი Musan გაიხსნა. იხილეთ საოცარი ადგილის შთამბეჭდავი ფოტოები
Sputnik
წყალქვეშა მუზეუმში 93 სკულპტურაა. აქ შეგხვდებათ 13 ტონიანი გიგანტური ხეები, ზღაპრული ფერები, ადამიანების ფიგურები. ყველა ობიექტი შექმნილია ნეიტრალური მჟავიანობის შემცველი მასალებისგან, რათა ზღვის ბინადრებს ზიანი არ მიადგეთ.
მუზეუმის იდეა ეკუთვნის მოქანდაკე ჯეისონ ტეილორს. ეს მისთვის არ არის პირველი არტ-ობიექტი, ტეილორმა უკვე შექმნა რაღაც მსგავსი მექსიკასა და გრენლანდიაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აია-ნაპას მუზეუმის მოწყობა 1,1 მილიონი დოლარი დაჯდა.
1 / 15
აია-ნაპაში წყალქვეშა მუზეუმი გაიხსნა
2 / 15
ტურისტული მარშრუტი ტყეში მიმავალი ბილიკის ფორმისაა
3 / 15
არტ-ობიექტები სხვადასხვა სიღრმეებზეა განთავსებული
4 / 15
მისტიური ადგილის შექმნის იდეა ბრიტანელ მოქანდაკე ჯეისონ ტეილორს გაუჩნდა
5 / 15
პროექტი ტურისტებისათვის საკმაოდ მიმზიდველია
6 / 15
მუზეუმის ექსპონატები შესრულებულია ნეიტრალური მჟავიანობის მქონე მასალებისგან
7 / 15
კვიპროსის თევზაობისა და საზღვაო კვლევათა დეპარტამენტის დირექტორის თქმით, წყალქვეშა სკულპტურები მალე იქცევა ზღვის ზოგიერთი ბინადრისთვის სახლად
8 / 15
ეს დიდ როლს ითამაშებს რეგიონის ბიომრავალფეროვნების განვითარებაში
9 / 15
აია-ნაპას წყალქვეშა მუზეუმის ერთ-ერთი ობიექტი
10 / 15
2014 წელს ჩაფიქრებული პროექტის განხორციელება 1,1 მილიონი დოლარი დაჯდა
11 / 15
ადგილობრივი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ წყალქვეშა ექსპოზიცია გაამრავალფეროვნებს ტურპროდუქტს და მეტ ტურისტს მოიზიდავს
12 / 15
დაივერი წყალქვეშა სკულპტურების მუზეუმში
13 / 15
პირველი წლის განმავლობაში მუზეუმში სტუმრობა უფასო იქნება
14 / 15
წყალქვეშა მუზეუმის შემდგომი მუშაობის სქემა სატესტო პერიოდის შემდეგ განიხილება
15 / 15
მუზეუმის ობიექტი