„ნაცმოძრაობამ“ მერობის კანდიდატების მეორე ნაწილი დაასახელა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კანდიდატების გარდა დაასახელა ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც მხარს დაუჭერს არჩევნებზე ქვეყნის ექვს მუნიციპალიტეტში
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მერობის კანდიდატების მეორე ნაწილი წარადგინა.
მერობის კანდიდატების პირველი ნაწილი - 28 ადამიანი - პარტიამ 15 აგვისტოს დაასახელა. გარდა ამისა, ენმ-ის კანდიდატად ფოთის მერის პოსტზე გიგი უგულავა წარადგინეს.
კანდიდატები ენმ-ის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე დაასახელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები რეგიონებში იქნებიან:
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს სხვა ოპოზიციური პარტიების შემდეგ კანდიდატებს:
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს. კანდიდატების ოფიციალური წარდგენა 8 სექტემბერს დასრულდება.