აშშ-ის სახელმწოფო დეპარტამენტმა ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაკეტა

თალიბები აკონტროლებენ ავღანეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს და ყველა სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელს. ქვეყნის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ ქაბულის აეროპორტით, მაგრამ იქ სრული ქაოსი სუფევს
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაიკეტება, ეს საჭიროა იმ პირთა ევაკუაციისთვის, რომლებიც უკვე მის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Khaama Press აშშ-ის სახელმწოფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.
აღნიშნულია, რომ აეროპორტის შესასვლელთან შეკრებილია ათასობით ადამიანი, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ.
ამოცანა შესრულებულია: ავღანეთში დარჩენილი საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა
მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უახლოეს საათებში დაარეგულირებენ სიტუაციას და ქაბულიდან გამგზავრების პროცედურას გაამარტივებენ.
ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე ქვეყანაში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. კვირას, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.
ახლა თალიბები აკონტროლებენ ავღანეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს და ყველა სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელს. ქვეყნის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ ქაბულის აეროპორტით, მაგრამ იქ სრული ქაოსი სუფევს.