დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი უახლოვდება

ასტეროიდი, რომელიც პოტენციურად საშიში ობიექტების კლასს განეკუთვნება, დედამიწას მინიმალურ მანძილზე მიუახლოვდება
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ასტეროიდი 2016 AJ193, რომელიც პოტენციურად საშიშ კლასს განეკუთვნება, დედამიწას მინიმალური მანძილით - დაახლოებით 3,4 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდება, ნათქვამია NASA-ს ერთ-ერთი დანაყოფის ვებგვერდზე.
ილონ მასკის კომპანია საქართველოში თავისი თანამგზავრული ინტერნეტის ამოქმედებას გეგმავს
ამერიკელი მეცნიერების მონაცემებით, ყველაზე ახლოს ის დედამიწას თბილისის დროით 19:10 საათზე მიუახლოვდება. ასტეროიდის სიჩქარე წამში 26 კილომეტრს შეადგენს. მისი ზომები 400-დან 1300 მეტრამდე მერყეობს.
როგორც РИА Новости-ს მოსკოვის პლანეტარიუმის პრესსამსახურში განუმარტეს, პლანეტისთვის ეს ასტეროიდი საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცაღა პოტენციურად საშიშების კლასს განეკუთვნება.
პლანეტარიუმში აღნიშნეს, რომ მსგავს ობიექტებზე დაკვირვების ისტორიაში ასტეროიდებს დედამიწასთან გაცილებით ახლო მანძილზე ჩაუვლიათ. შედარებისთვის, თუ ეს ასტეროიდი დედამიწას 3,4 მლნ კილომეტრით მიუახლოვდება, გაცილებით დიდ მთვარეს დედამიწას მხოლოდ 380 ათასი კილომეტრი აშორებს.