თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა დღეს, ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულზე სარეკლამო ბილბორდს ამონტაჟებდა, რა დროსაც წაბორძიკდა და გადმოვარდა.
შემთხვევის ადგილას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან და მომხდარის მიზეზებს იკვლევენ.
ინციდენტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.