რას მიირთმევენ დღეს ყველაზე ხშირად თბილისის რესტორნებში დედაქალაქის სტუმრები და ადგილობრივი მცხოვრებლები, ამის გასარკვევად რამდენიმე ცნობილ რესტორანს დავუკავშირდით. როგორც აღმოჩნდა, მომხმარებელი უპირატესობას ყველგან სხვადასხვა კერძს ანიჭებს.
მაგალითად, რესტორანში „მეტეხის ჩრდილში“, სადაც ძირითადად მომხმარებლები ტურისტები არიან, სუფრაზე ყველაზე ხშირად ნიგვზიანი ბადრიჯანი და კიტრი-პომიდვრის სალათია.
ამ ობიექტზე იმ კერძების ჩამონათვალი, რასაც ყველაზე მეტად ითხოვენ, ასე გამოიყურება:
1. ბადრიჯანი ნიგვზით - 9 ლარი
2. კიტრი-პომიდვრის სალათი გლეხურად - 12 ლარი
3. მეგრული ხაჭაპური - 16.50 ლარი
4. წიწილა შქმერულად - 23.50 ლარი
5. ხბოს ჩაშუშული - 16 ლარი.
უმეტესწილად დედაქალაქის სტუმრებს მასპინძლობს ასევე რესტორანი „ბარბარესთან“, რომელიც მომხმარებელს ძველი ქართული რეცეპტების მიხედვით დამზადებულ კერძებს სთავაზობს. მე-19 საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწის ბარბარე ჯორჯაძის მიერ გამოცემული კულინარიული წიგნის რეცეპტებით დამზადებული კერძებიდან ყველაზე პოპულარული ძველი მესხური კერძი თუთმანჯია. შემდეგ მოდის ფშაური დამბალხაჭო და ძველი რაჭული რეცეპტით დამზადებული ლობიოს გუფთები...
1. თუთმანჯი - 30 ლარი
2. დამბალხაჭო - 45 ლარი
3. ლობიოს გუფთები - 50 ლარი
4. იხვი და გოჭი - 65-65 ლარი
5. ცხვრის კანჭი შილაფლავით - 75 ლარი.
რესტორან „კახელებს“ ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა სტუმრობს. აქ ყველაზე ხშირად მოთხოვნილი კერძები ბოსტნეულის სალათებია.
1. ბოსტნეულის სალათი ველური მოცვით - 17 ლარი
2. მჟაუნას სალათი ჭარხლით და მარწყვის ტყლაპით - 17 ლარი
3. ბოსტნეულის სალათი ბროწეულით და ველური შინდით - 17 ლარი
4. ხბოს ხორცი ხახვით - 28 ლარი
5. ბუღლამა ხბოს ბატკნის ან ციკნის (სეზონის მიხედვით) - 28 ლარი.
რესტორან „ბერნარდის“ სტუმრები ყველაზე მეტად ხინკალს, ქაბაბსა და მწვადს ითხოვენ. ამ რესტორანს ძირითადად ადგილობრივები სტუმრობენ, ტრადიციული ქართული კერძების ხუთეულში, როგორ აღმოჩნდა, ხინკალი ლიდერობს.
1. ხინკალი - 1.10 ლარი
2. ქაბაბი - 11 ლარი
3. ღორის მწვადი - 17 ლარი
4. ხაჭაპური - 12 ლარი
5. ოჯახური - 16 ლარი.