რჩევები, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ, სწორედ ათასწლოვან ჩინურ მედიცინას ემყარება. დრომ აჩვენა, რომ ეს მეთოდები ადამიანს სიცოხლეს უხანგრძლივებს.
ტრადიციული ჩინური მედიცინის უპირველესი რჩევაა, გაიღიმოთ გულწრფელად — ეს ყველა დაავადების პროფილაქტიკაა.
ირკვევა, რომ როცა რაიმეზე დარდობთ, გაბრაზებული ხართ, თავს დათრგუნულად გრძნობთ, ტირით ან ნერვიულობთ, თქვენი ორგანოები შხამს გამოყოფს. ხოლო როცა იღიმით და ბედნიერი ხართ, ორგანიზმი თაფლის მსგავს, მაცოცხლებელ სითხეს გამოიმუშავებს. ამიტომ როცა დაღლილი ხართ, თავი გტკივათ, წნევა გაწუხებთ თუ სხვა რამ, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ — ეს ისაა, რომ... არაფერი გააკეთოთ! უბრალოდ არ მისცეთ საშუალება პრობლემას (რასაც უნდა უკავშირდებოდეს), რომ აგიყოლიოთ და ჩაგითრიოთ.
უბრალოდ გაიღიმეთ, მოდუნდით და შეუშვით გულში სიყვარული.
ჩინური ტრადიციული მედიცინა გირჩევთ:
გულდასმით შეარჩიეთ სიტყვები, რა თქვათ, როდის და როგორ. დროულად წარმოთქმული სიტყვა ძვირად ფასობს, ხოლო დუმილი ინარჩუნებს ცის, ანუ ბუნებრივ ენერგიას, რომელიც აღავსებს სამყაროს.
ნაკლები იფიქრეთ წარსულზეც და მომავალზეც, რადგან სწორედ ისინია შფოთვისა და ღელვის წყარო და სტრესის საფუძველი.
თუ დაიცავთ ცნობილ წესს – „გქონდეს თავი სიგრილეში, ფეხები – სითბოში“, მაშინ შეძლებთ აირიდოთ ჭარბი ენერგიის დაგროვება თავში, რის გამოც მარტო დისკომფორტს კი არ იგრძნობთ, არამედ შესაძლოა ავადაც კი გახდეთ. მაგალითად, აგიწიოთ წნევამ. ამიტომ ხშირად იზილეთ და დაითბილეთ ტერფები, რითიც გულის შეტევასაც კი აიცილებთ თავიდან.
კისერში თავთან დამაკავშირებელი არაერთი სისხლძარღვი და ნერვი გადის. ამიტომ მასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ეცადეთ, რომ არ დაგეძაბოთ და გაგიცივდეთ.
ჩინელი ექიმების თქმით, ჯანმრთელობის თავი და თავი – ზომიერების დაცვაა. მათი თქმით:
ტრადიციული ჩინური მედიცინის კიდევ ერთი რჩევაა – ყურადღება მიაქციოთ წელიწადის ოთხივე დროს.
გაითვალისწინეთ:
და ბოლოს: გაიხეხეთ კბილები და გამოივლეთ პირში წყალი დღის განმავლობაში შვიდჯერ. ეს გაგიხანგრძლივებთ სიცოცხლეს, გაგიმაგრებთ კბილებს, ძვლებს, კუნთებს, ფრჩხილებსა და თმებს.