RT ყარაბაღის კონფლიქტის გაშუქებისთვის Emmy Awards-ის პრემიის ნომინანტი გახდა

მანამდე ტელეარხი შვიდჯერ იყო ნომინირებული საერთაშორისო პრემიაზე International Emmy, ორჯერ - ამერიკულ Daytime Emmy-ზე და ერთხელ - News and Documentary Emmy-ზე
Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ტელეარხი RT 2020 წელს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ რეპორტაჟების სერიით პრემია International Emmy Awards-ის ფინალში გავიდა (კატეგორია „ახალი ამბები“) , ნათქვამია არხის პრესრელიზში.
„ტელეარხი RT 2020 წელს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ რეპორტაჟების სერიით პრესტიჟული საერთაშორისო პრემია International Emmy Awards-ის ფინალში კატეგორიაში „ახალი ამბები“ მოხვდა. ეს უკვე RT-ს მე-11 ნომინაციაა Emmy-ზე. RT-ს კორესპონდენტი იგორ ჟდანოვი გადამღებ ჯგუფთან ერთად მთიანი ყარაბაღის დედაქალაქის - სტეფანაკერტის დაბომბვის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ის ასევე ესაუბრა დევნილებს და იმ ჯარისკაცების დედებს, რომლებიც კონფლიქტის ორივე მხარეს იბრძოდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
მთიანი ყარაბაღი: შეძლებენ თუ არა აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებას?
აღნიშნულია, რომ RT-ს კონკურენტები „ახალი ამბების“ კატეგორიაში გახდნენ ტელეარხები Sky News, Al Jazeera English და ბრაზილიური Globo. International Emmy-ს გამარჯვებულების ვინაობა 28 სექტემბერს გახდება ცნობილი.
Emmy Awards-ის პრემიის ფინალისტი RT მე-11-ჯერ გახდა. მანამდე ტელეარხი შვიდჯერ იყო ნომინირებული საერთაშორისო პრემიაზე International Emmy, ორჯერ - ამერიკულ Daytime Emmy-ზე და ერთხელ - News and Documentary Emmy-ზე, რომელიც ახალი ამბებისა და დოკუმენტური ნამუშევრებისთვის გადაეცემა.
ტელეარხი RT საერთაშორისო პრემიაზე ჟურნალისტების განაცხადების მიღებას იწყებს
გასულ წელს International Emmy-ს ფინალში „ახალი ამბების“ კატეგორიაში გავიდა RT-ს რეპორტაჟების სერია „შერემეტევოს“ აეროპორტში SSJ-100-ის მარკის თვითმფრინავის კატასტროფაზე. 2019 წელს – RT-ს რეპორტაჟები კემეროვოში სავაჭრო ცენტრ Зимняя вишня-ში ხანძრის შესახებ. 2018 წელს – სპეცრეპორტაჟები, რომლებიც ერაყის ქალაქ მოსულში ჰუმანიტარულ კატასტროფას მიეძღვნა. 2016 წელს International Emmy-ს ფინალისტი გახდა სიუჟეტების სერია გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის შესახებ. 2014 წელს ნომინაცია გადაეცა სპეცრეპორტაჟებს გუანტანამოს (კუბა) ამერიკულ ციხეში პატიმართა შიმშილობაზე. 2012 წელს RT გახდა პრემიის ფინალისტი აშშ-ში მოძრაობა Occupy Wall Street-ის აქციების გაშუქებისთვის, 2010 წელს – რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირველი ვიზიტის ეთერისთვის.
2021 წლის ივლისში News and Documentary Emmy Awards-ის პრემიაზე იყო ნომინირებული RT-ს VR-ფილმი Уроки Аушвица („აუშვიცის გაკვეთილები“), რომელიც საბჭოთა ჯარის მიერ უდიდესი ნაცისტური სიკვდილის ბანაკის, აუშვიც-ბირკენაუს („ოსვენციმის“) გათავისუფლების 75 წლისთავს მიეძღვნა.
ტელეარხი RT საეთერო მაუწყებლობის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს
გარდა ამისა, 2020 წლის მაისში ამერიკული პრემია Daytime Emmy-ს ნომინაცია მოიპოვა საფინანსო-ეკონომიკურმა შოუმ Boom Bust, რომელიც RT America-ს ეთერში გადის, ხოლო 2017 წელს – პროგრამა Есть контакт-ის წამყვანმა, პულიტცერის პრემიის ლაურეატმა კრის ჰეჯესმა.
2020 წლის სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში განახლდა საბრძოლო მოქმედებები, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. მხარეებს ჰქონდათ დაზავების რამდენიმე მცდელობა, მაგრამ წარმატებული აღმოჩნდა სამმხრივი შეთანხმება, რომელიც 10 ნოემბერს იქნა მიღწეული. მოსკოვის შუამავლობით აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტაზე და ტყვეთა და ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა კონტროლი ქელბაჯარის, ლაჩინის და აღდამის რაიონებზე. გარდა ამისა, რეგიონში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.