თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ფრჩხილები შეიძლება იყოს ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ დაასკვნათ, გაქვთ თუ არა გადატანილი COVID-19, აცხადებს ბრიტანელი პროფესორი ტიმ სპექტორი.
სწავლულმა საკუთარ Twitter-აკაუნტზე გამოაქვეყნა ხელის ფოტო, რომელსაც ფრჩხილებზე სახასიათო ზოლები აღენიშნება. სპექტორის თქმით, მსგავსი ზოლები ავადმყოფობის მომენტში ჩნდება და ფრჩხილების გაზრდის შემდეგაც კი ტოვებს გადატანილი ინფექციის კვალს.
My husband got the lines after his Covid vaccine. He had it about 8 weeks ago. pic.twitter.com/V1CZWH6vj0
კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ადამიანმა კორონავირუსი გადაიტანა, შეიძლება იყოს ფრჩხილის ძირში გაჩენილი ჩაღრმავება, ან ნახევარმთვარის ფორმის წითელი ლაქები ფრჩხილების ქვეშ.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ გადატანილ COVID-19-ზე ასევე მეტყველებს ნარინჯისფრად შეფერილი ფრჩხილის წვერები.
იმის შესახებ, რომ კორონავირუსული ინფექცია ფრჩხილებზე კვალს ტოვებს, სხვა მეცნიერებიც წერენ. ერთ-ერთი მათგანის თქმით, გადატანილი კოვიდის ნიშანი შეიძლება იყოს ონიქომადეზისი, ანუ ფრჩხილის უმტკივნეულო მოვარდნაც.
პროფესორ სპექტორის თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები ფრჩხილებზე იმ შემთხვევაშიც კი ჩნდება, თუ ადამიანს COVID-19-ის სხვა სიმპტომები არ გამოვლენია.
როგორც ბრიტანეთის დერმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ტანია ბლეიკერი განმარტავს, SARS-CoV-2-ით ინფიცირებულ პაციენტებს დროებით უწყდებათ ფრჩხილების ზრდა, ხოლო ინფიცირებიდან ორი-სამი კვირის შემდეგ მათზე ჩაღრმავებები და ზოლები ჩნდება, რაც შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩეს ფრჩხილებზე.