„ბედნიერი იქნებით“ – ტრამპი ამერიკელებს საპრეზიდენტო არჩევნებში გახარებას ჰპირდება

დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატი გაიმარჯვებს.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას არ შეუძლია გაამჟღავნოს 2024 წლის საარჩევნო კამპანიის გეგმები, თუმცა ამბობს, რომ ეს გეგმები „გაახარებს ამერიკელებს“.
„იმის გამო, რომ კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონები რთულია და წარმოუდგენლად სულელური, უფლება არ მაქვს გავამჟღავნო კამპანიის გეგმები. მაგრამ, ნება მომეცით, ვთქვა ასე: თქვენ კმაყოფილი იქნებით, ბევრი თქვენი მეგობარი ბედნიერი იქნება“, — აღნიშნა ტრამპმა ტელეკომპანია FoxNews-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ექს-პრეზიდენტმა ამ სახით გასცა პასუხი წამყვანის შეკითხვას, გეგმავს თუ არა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
„შერცხვენილი უნდა წავიდეს“: დონალდ ტრამპი ბაიდენს გადადგომისკენ მოუწოდებს
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება მომავალ არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე. ამასთან ის დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმარჯვებს.
როგორც ქვეყნის ყოფილი ლიდერის ასევე ყოფილმა პრეს-სპიკერმა შონ სპაისერმა განაცხადა 7 აგვისტოს, დონალდ ტრამპი აპირებს მონაწილეობა მიიღოს მომდევნო არჩევნებში. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მუშაობდა მაღალი რეიტინგის შესანარჩუნებლად, უკვე აქვს 102 მლნ დოლარი კამპანიისთვის.
Reuters-ის გამოკითხვა: ბაიდენის მხარდაჭერის რეიტინგი სამ დღეში დაეცა>>
ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართა, რომელზეც ქვეყნის 46-ე პრეზიდენტად დემოკრატი ჯო ბაიდენი აირჩიეს. დონალდ ტრამპი საკუთარ დამარცხებას არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. თავისი შეხედულება ექს-პრეზიდენტს დღემდე არ შეუცვლია.