შსს-ს თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, კვირის ნებისმიერ დღეს იცრებიან პრეპარატებით Pfizer, Sinopharm და Sinovac.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სამინისტროს თანამშრომლების 60%-მდე უკვე აცრილია.
კორონავირუსზე 20 ათასზე მეტი პოლიციელი აიცრა
საქართველოს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები პრეპარატებით Pfizer-ით, Sinopharm-ითა და Sinovac-ით წინასწარი რეგისტრაციის გარეშე კვირის ნებისმიერ დღეს იცრებიან.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ვაქცინაცია „თბილისის ზღვის პლაზაში“ გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში ჩაუტარდათ.
სულ საქართველოში ჩატარდა 857.056 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 251.447 ადამიანი. 
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.914-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 496.376-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 432.506 ადამიანი, გარდაიცვალა 6.532 პაციენტი.