კერავს თუ არა მეეზოვეების უნიფორმებს თბილისის მერის მეუღლე: არეშიძის განმარტება

თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს და­სუფ­თა­ვე­ბის სამსახურის თანამშრომლების სპე­ც­ფორ­მებს არეშიძის კომ­პა­ნია კე­რავს.
Sputnik
ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მლის ბრენდ ANOUKI-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრენდს დაარსებიდან დღემდე არავითარი პირდაპირი ან ირიბი შემხებლობა არ ჰქონია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ან სხვა სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების ან სხვა ტიპის სამოსის წარმოებასთან.
„ასევე ვადასტურებ, რომ არც კომპანიის მომავალ გეგმებში შედის სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევა“, – აღნიშნულია დიზაინერის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
არეშიძის განცხადებით, კომპანიის სრული საწარმოო რესურსი მიმართულია ბრენდ "ანუკის" ქალის სამოსის სეზონურ წარმოებასა და რეალიზაციაზე.
„განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ჩვენი ბრენდის წარმოებული სამოსი წარმატებით გადის ექსპორტზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი და ორიენტირი გახლავთ საექსპორტო ბაზრების გაფართოება და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით“, – წერს ანუკი არეშიძე.
გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ირაკლი ბაღდავაძემ განაცხადა, რომ, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეეზოვეების ფორ­მებს თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის ცო­ლის კომ­პა­ნია კე­რავს. ბაღდავაძის განცხადებით, მას აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთ სამ­კერ­ვა­ლო­ში მიაწოდეს, სადაც და­ხე­უ­ლი ფორ­მის შესა­კე­თებ­ლად მი­ვი­და.