მიწისძვრების სერია გრძელდება: ისევ მიწისქვეშა ბიძგები და ისევ სოფელ სამებასთან

სოფელ სამებასთან დღეს მიწისძვრა უკვე მეორედ მოხდა, ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ქალაქ დმანისიდან 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:43 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 4 კილომეტრის სიღრმეში იყო. დღეს აღნიშნულ ლოკაციაზე ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. პირველად ამ ადგილზე მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 02:47 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ასევე 4 კილომეტრის სიღრმეში იყო.
მიწისძვრების სერია საქართველოში – რას ამბობენ სეისმოლოგები
ბოლო რამდენიმე თვეა სოფელ სამებასთან მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება, ხოლო აგვისტოს დასაწყისიდან – თითქმის ყოველდღე.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სოფელ სამებასთან ხშირი მიწისქვეშა ბიძგები ყურადღებას საჭიროებს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია „მიწისძვრების გუნდი", გახშირებული მიწისძვრები ყურადღებამისაქცევია. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.