„მინდოდა დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე“: ვისგან ელოდება ალექსანდრა პაიჭაძე შვილს

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მალე მეორე შვილის დედა გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალური მოდელი შვილს ოცი წლით უფროსი ბიზნესმენისგან ელოდება.
Sputnik
მოდელი გოგონას დედა გახდება. ალექსანდრამ ამ სიახლის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)
30 წლის მოდელი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას ტელეეკრანებიდან იცნობენ. ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები მრავალფეროვან თემებზე ახლავს.